გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერა
კლასი-I ა.ბ.გ
1. სახელი და გვარი
|
ეთერი ბოჭორიშვილი
|
2.
საგნობრივი
სფერო
|
ინგლისური
|
3.
3. გაკვეთილის
სასწავლო მიზნები
|
·
მოსწავლეებმა შეძლონ უპასუხონ მარტივ კითხვებს,ან რეაგირება
მოახდინონ მათზე არავერბალური საშუალებებით( მაგ: ეს ბურთი რა
ფერისაა?-წითელი.სად არის მანქანა?-მიუთითებს შესაბამის ნახატს)
·
მოსწავლეებმა შეძლონ სათანადო რეაგირება მოახდინონ მასწავლებლის
მითითებაზე(ადექი,დაჯექი,მოდი დაფასთან და სხვა)
·
მოსწავლეებმა შეძლონ დასმული ამოცანების გადაჭრა
·
მოსწავლეებმა შეძლონ შექმნან რესურსები და შემდეგ გამოიყენონ ის
·
მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის წარმოთქმისას შესაბამისი
ინტონაციების,მახვილების და რიტმული სეგმენტების დაცვა.
|
4. სწავლის შედეგები
|
·
უცხ.დ.I.10.მოსწავლეს შეუძლია
მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება
·
უცხ.დ.I.1. მოსწავლეს შეუძლია
მასწავლებლის მითითებების გაგება
·
უცხ.დ.I.13. მოსწავლე აქტიურადაა
ჩართული სასწავლო პროცესში
·
უცხ.დ.I.9.მოსწავლეს შეუძლია
უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობების, ინტონაციების აღქმა
|
5. მიმდინარეობა
(აქტივობა და დრო)
|
·
მისალმება, გაცნობა:
ა) (მოსწავლეები ინდივიდუალურად
შეძლებენ საკუთარი თავის წარდგენა,გაცნობას) (3წთ)
·
ანბანი და ანბანთან დაკავშირებული
სიტყვები:
ა) (მოსწავლეებმა უნდა
ამოიცნონ ანბანის ასოები და შეძლონ გაიხსენონ მათთან დაკავშირებული სიტყვები)
ბ)მოსწავლეებმა უნდა შეძლონ
კონკრეტულ თემაზე სიმღერის შესრულება) (5 წთ)
·
რიცხვები,დათვლა 1-20ამდე
ა)მოსწავლეები დაითვლიან
1-20ამდე
ბ)გაიხსენებენ მრავლობითი
რიცხვის წარმოების წესებს და ამავე წესის გამოყენებით შეძლებენ სხვადასხვა სახის
ფიგურების დათვლას
გ)მოსწავლეები შეძლებენ
მიმდინარე თემაზე სიმღერის შესრულებას
( 5 წთ)
·
ფერები და ფერებთან დაკავშირებული
სიტყვები
ა)მოსწავლებმა უნდა შეძლონ
ეკრანზე გამოჩენილი ფერების სწორად წარმოთქმა
ბ) მოსწავლეებმა უნდა
დაუკავშირონ მოცემული ფერები მითითებულ ფიგურებს
და შეძლონ წინადადების აგება (5 წთ)
·
თამაში
ა)მოსწავლეებმა გამოიყენონ
ნასწავლი ზმნები და საპირისპირო სიტყვები
(3 წთ)
·
ოჯახი
ა)მოსწავლეები ჩამოთვლიან
ოჯახის წევრებს
ბ)ერთობლივად გაიხსენებენ
ნაცვასახელებს და მათი გამოყენებით შეძლებენ ოჯახის თითოეული წევრის დახასიათებას
გ)მოცემულ თემასთან დაკავშირებით
შეასრულებენ სიმღერას (7წთ)
·
სხვადასხვა სიტვების გამოყენებით
მცირე ზომის ბაღის შექმნა,აწყობა და მოცემულ თემაზე სიმღერის შესრულება(10 წთ)
·
ტექსტის „Hello, Mr. Jolly” აწყობა და შემდეგ წაკითხვა.(7 წთ)
|
6. შეფასება
|
განმავითარებელი
|
10. რესურსები
|
მცირე ზომის პოსტერები,პროექტორი,CD PLAYER.
|
No comments:
Post a Comment