ინგლისური ენის სტანდარტი

თავი XXIV
(შეტანილია ცვლილება მინისტრის ბრძანებით N 159/ნ, 21.09.2011)
საგნობრივი პროგრამა უცხოურ ენებში

1. ზოგადი ნაწილი

ა) შესავალი
     საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან სივრცეში შევიდა. უცხოური ენების ცოდნის გარეშე შეუძლებელია ამ სივრცეში ინტეგრირება და საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება, ამიტომაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ეროვნული სასწავლო გეგმა ორი ან სამი უცხოური ენის სწავლებას ითვალისწინებს.     
უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო დიპლომების მოპოვების ხელშესაწყობად სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია სასკოლო სტანდარტის შესაბამისობა ევროსაბჭოს მიერ დადგენილ დონეებთან და მითითებულია, სწავლების რომელი საფეხური შეესატყვისება ევროსტანდარტის ამა თუ იმ დონეს.
 ბ) უცხოური ენის სწავლების მიზნები და ამოცანები
უცხოური ენა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება, კერძოდ, ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს თავისი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
      უცხოურ ენის სწავლების პრიორიტეტულ მიზნებია მოსწავლეს:
·           განუვითარდეს პლურილინგვური კომპეტენცია;
·           განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კიხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ ენაზე;
·           გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმოადგენლებთან წარმატებული კომუნკაციის უნარი;
·           ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება;
·           განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტების და ტექსტების გაგების უნარი;
·           მომზადოს თანამოღვაწეობისათვის სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის წარმომადგენლებთან;
·           განუვითარდეს ენების ეფექტურად სწავლის უნარი.
 ამ საგანმნათლებლო მიზნიდან გამომდინარე, უცხოური ენების სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ეს ამოცანები სამ კატეგორიად დაიყოფა:
სხვადასხვა ტიპის ცოდნის შეძენა:
·           გრამატიკული, ლექსიკური ცოდნ;
·           მართლწერისა და მართლმეტყველების საბაზისო ნორმების ცოდნა;
·           უცხოენოვანი ქვეყნების კულტურის გაცნობა;
·           ტექსტის სახეების და მათი მხასიათებლების ცოდნა;
·           წერის, მოსმენის, კითხვისა და ლაპარაკის ცოდნა;
სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარება:
·           სამეტყველო უნარ-ჩვევები;
·           ენობრივი უნარ-ჩვევები;
·           სტრატეგიული უნარ-ჩვევები;
·           ისეთი სამოქალაქო უნარ-ჩვევბის ჩამოყალიბება, როგორებიცაა თანამშრომლობა, თავისუფალი არჩევანის გაკეთება, თვითსრულყოფა, შემოქმედებითობა და სხვა;
დამოკიდებულებების ჩამოყალიბება:
·           ინდივიდუალურ მრავალფეროვნების დაფასება და პატივისცემა;
·           ენობრივ-კულტურული კუთვნილების განცდა;
·           კულტურული გარემოს თვითმყოფადობის, მისი განუმეორებლობის დაფასება და პატივისცემა;
·           პოზიტიური დამოკიდებულება როგორც კულტურული, ისე ინდივიდუალური მრავალფეროვნების მიმართ და მისი, როგორც სამყაროს მრავალფეროვნების კერძო გამოვლინების აღქმა;
·           ინტერესი უცხო სამყაროს მიმართ;
·           უცხოური ენების სწავლის სურვილი.
 გ) უცხოური ენების სწავლების საფეხურების დახასიათება

    უცხოური ენის სწავლებას სკოლის სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო მიზნები აქვს.
უცხოური ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე
დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლების აღმზრდელობითი მიზანია მოზარდის მომზადება მომდევნო - საბაზო საფეხურზე წარმატებული სწავლისათვის. ამისათვის მან უნდა უზრუნველყოს:
·           მოზარდის გონებრივი და ფსიქო-ემოციური პოტენციალის ამოქმედება და განვითარება (აღქმა, მეხსიერება, ფანტაზია, წარმოსახვა, მრავალგვარი აზროვნება და სხვა);
·           დადებითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება საკუთარი თავის, სხვების, სწავლის, საგნის, უცხო სამყაროს მიმართ;
·           სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარება, რომელთაგან სწავლის ამ ეტაპზე პრიორიტეტულია ნებისყოფა, ყურადღების მობილიზება, წესების დაცვა და პატივისცემა, სასწავლო ნივთების/საქმიანობის მოწესრიგება, თანამშრომლობა (მუშაობა წყვილად, გუნდურად, ურთიერთდახმარება), შემოქმედებითობა.

რაც შეეხება უცხოური ენების სწავლების საგანმანათლებლო მიზანს, სწავლის ამ ეტაპზე პრიორიტეტული ადგილი უჭირავს უცხოურ ენაზე ზეპირმეტყველებას (მოსმენა-ლაპარაკი) და განსხვავებული ენობრივი და კულტურული სამყაროს აღმოჩენას.
დაწყებით საფეხურზე სწავლების მთავარი ამოცანაა მოსწავლის ინტერესის სტიმულირება, მოტივაციის გაძლიერება: მოზარდებმა უნდა შეიყვარონ ენის სწავლის პროცესი და თვით უცხოური ენა და კულტურა. სწავლის პროცესში წარუმატებლობის, მარცხის განცდა უნდა გამოირიცხოს. ამისათვის სწავლების მეთოდიკამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ფსიქიკური განვითარების თავისებურებები და გამოიყენოს სწავლების შესატყვისი ხერხები.
უცხოური ენის სწავლებ საბაზო საფეხურზე
 საბაზო საფეხური სავალდებულო სწავლების დამამთავრებელი ციკლია: საბაზო საფეხურის დამთავრების შემდეგ მოსწავლეთა ერთი ნაწილი ტოვებს სკოლას და აქტიურ ცხოვრებაში ერთვება. ამ საფეხურზე უცხოური ენის მთავარი აღმზრდელობითი მიზანია მოსწავლეში მოქალაქეობრივი შეგნებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება (ტოლერანტობა, პირადი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობა, თვითგანვითარება, კრიტიკული აზროვნება, თვითგამოხატვა. . . ).
უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზანია მოსწავლის აღჭურვა საბაზის ცოდნით, რომელიც მას ხელს შეუწყობს გზა გაიკვალოს თანამედროვე ცხოვრებაში. კერძოდ, ამ ციკლის ბოლოს მოსწავლეს უნდა შეეძლოს:
·           ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ორ უცხოურ ენაზე ყოველდღიურ ყოფით სიტუაციებში;
·           კითხვის, მოსმენის, ლაპარაკისა და წერის სტრატეგიების გამოყენება;
·           ცოდნის დონის დამოუკიდებლად ამაღლება ამა თუ იმ მიმართულებით (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა, კულტურა);
·           ინტერაქცია განსხვავებულ კულტურულ თუ სოციოკულტურულ კონტექსტებში.
საბაზო საფეხურზე სწავლების მთავარი ამოცანაა მოსწავლის მომზადება ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, როგორიცაა გეზის არჩევა (აქტიურ ცხოვრებაში ჩაბმა, პროფესიული განათლების მიღება, სკოლაში სწავლის გაგრძელება). ამის უზრუნველსაყოფად სწავლების მეთოდიკაში უნდა დაინერგოს ისეთი სტრატეგიები, რომლებიც გამოავლენს მოსწავლის პოტენციალის თავისებურებებს (მრავალმხრივი შეფასება).
უცხოური ენის სწავლება საშუალო საფეხურზე
    ამ საფეხურზე უცხოური ენის მთავარ აღმზრდელობით მიზნად რჩება მოსწავლეში მოქალაქეობრივი შეგნებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
მოსწავლეს, რომელი სფეროც არ უნდა აირჩიოს მან პროფესიული საქმიანობისათვის, უცხოური ენა დასჭირდება როგორც ინსტრუმენტი ცოდნის და გამოცდილების გასამდიდრებლად. ამდენად, საშუალო საფეხურზე უცხოური ენის სწავლების საგანმანათლებლო მიზანია მოსწავლის უზრუნველყოფა ისეთი ცოდნით, რომ მან შეძლოს ერთ ან ორ უცხოურ ენაზე:
·           სხვადასხვა ხასიათის ზეპირი თუ წერილობითი ტექსტების (რეპორტაჟი, საქმიანი წერილი, ინტერვიუ, რეფერატი, ბიოგრაფია, პუბლიცისტური წერილი, შემეცნებითი ტექსტი და სხვა) გაგება, გაანალიზება და დამუშავება შემდგომში გამოყენების მიზნით სასწავლო საქმიანობაში;
·           ზეპირი თუ წერილობითი ახსნა-განმარტების, საკუთარი აზრის, დამოკიდებულების გამოხატვა და დასაბუთება;
·           მეგობრული თუ საქმიანი წერილების შედგენა, აქტუალურ თემებზე ზეპირი მოხსენების/პროექტის წარდგენა და სხვა.

დ) უცხოური ენების სწავლების ორგანიზება
უცხოური ენების განაწილება საფეხურების მიხედვით. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სავალდებულოა ორი უცხოურ ენის სწავლება. ამდენად, პირველი და მეორე უცხოური ენა სავალდებულო საგანთა რიცხვს მიეკუთვნება.
მესამე უცხოური ენა შესაძლებელია საშუალო საფეხურზე არჩევითი საგნის სახით ისწავლებოდეს (იხ. ესგ, არჩევითი საგნების ჩამონათვალი).
პირველი უცხოური ენა - პირველი კლასიდან სავალდებულოა ინგლისური ენის სწავლება. გამონაკლისი დაიშვება სამინისტროსთან შეთანხმებით. გამონაკლისის დაშვების შემთხვევაში სკოლას უფლება აქვს პირველი კლასიდან ასწავლოს სხვა უცხოური ენა, თუმცა ასეთ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს მეორე უცხოურ ენად ინგლისური შესთავაზოს.
მეორე უცხოური ენა - მეორე უცხოური ენის სწავლება სავალდებულოა საბაზო-საშუალო საფეხურზე. სკოლა უფლებამოსილია გამონაკლისის სახით, სამინისტროსთან შეთანხმებით, მეორე უცხოური ენის სწავლება დაიწყოს ნებისმიერი კლასიდან. მეორე უცხოური ენა შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც სკოლა თავისი რესურსებისა და მშობელთა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით შესთავაზებს მოსწავლეებს. გამონაკლისს წარმოადგენს ზემოთ დასახელებული შემთხვევა.
თუ სკოლას აქვს სათანადო ადამიანური და ფინანსური რესურსი, მას შეუძლია კლასების სხვადასხვა განაყოფს სხვადასხვა ენა შესთავაზოს მშობელთა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით.
მესამე უცხოური ენა - სკოლას შეუძლია მოსწავლეს არჩევით საგნად შესთავაზოს მესამე უცხოური ენა. მესამე უცხოური ენაც შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც სკოლა თავისი რესურსებისა და მშობელთა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით შესთავაზებს მოსწავლეებს.
ინგლისური ენის სწავლება 2011-2012 სასწავლო წლიდან - თუ სკოლაში 2011-2012 სასწავლო წლამდე ინგლისური ენა არ ისწავლებოდა, 2011-1012 სასწავლო წლიდან იგი უფლებამოსილია ნებისმიერ საფეხურზე ინგლისურით ჩაანაცვლოს პირველი ან მეორე უცხოური ენა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის შეირჩევა მათი ენის ცოდნის დონის შესატყვისი დაწყებითი საფეხურისათვის განკუთვნილი დონეები (დI –დVI), ხოლო საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის - მათი ენის ცოდნის დონის შესატყვისი საბაზო-საშუალო საფეხურისათვის განკუთვნილი დონეები (სI –სVIII). მოსწავლეები შეფასდებიან იმ კონკრეტული დონის მოთხოვნებთან მიმართებით, რომელსაც ისინი ეუფლებიან. მაგალითად, X კლასის მოსწავლე, რომელიც სწავლობს სტანდარტის სV დონის მოთხოვნათა მიხედვით, შეფასდება V დონის სტანდარტის მოთხოვნებთან მიმართებით, ხოლო X კლასის მოსწავლე, რომელიც სწავლობს სტანდარტის სI დონის მოთხოვნათა მიხედვით, შეფასდება სI დონის სტანდარტის მოთხოვნებთან მიმართებით.
უცხოური ენის საგნობრივი პროგრამა - უცხოური ენის საგნობრივი პროგრამა სამი კომპონენტისაგან შედგება: შესავალი, სტანდარტი და პროგრამის შინაარსი.
უცხოური ენის სტანდარტი. სტანდარტი საერთოა ნებისმიერი უცხოური ენისათვის, რომელიც შეიძლება სკოლაში ისწავლებოდეს. იგი განსაზღვრავს უცხოური ენის სწავლების მოსალოდნელ შედეგებს სწავლების თითოეული საფეხურისათვის.
 უცხოური ენის სტანდარტი დაყოფილია არა კლასების, არამედ ენის ფლობის დონეების მიხედვით. შესაბამისად, სახელმძღვანელოებიც სტანდარტის დონეების მიხედვით დაიწერება.
    პროგრამის შინაარსი. საგნობრივი პროგრამის მესამე ნაწილი გახლავთ პროგრამის შინაარსი, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. პროგრამის შინაარსი წარმოადგენს იმ ენობრივი მასალისა და სოციოკულტურული თემატიკის სარეკომენდაციო ჩამონათვალს, რომლითაც შეიძლება სტანდარტით განსაზღვრული უნარ-ჩვევების განვითარება.
ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში პროგრამის შინაარსი განისაზღვრა ოთხი უცხოური ენისათვის (ფრანგული, გერმანული, რუსული და ინგლისური). სკოლები, რომლებაც სხვა უცხოური ენების სწავლება აქვთ დაგეგმილი, სტანდარტით იხელმძღვანელებენ.
დაწყებითი და საბაზო-საშუალო საფეხურის სტანდარტის დონეები. დაწყებითი საფეხურის სტანდარტის დონეები და ასევე მათზე დაფუძნებით შედგენილი სახელმძღვანელოები, შინაარსობრივი და პედაგოგიური თვალსაზრისით, მიესადაგება ამ საფეხურის მოსწავლეთა ფსიქიკური განვითარების თავისებურებებს. ამდენად, დაწყებითი საფეხურის დონეები და მათ მიხედვით შედგენილი სახელმძღვანელოები არ გამოდგება საბაზო-საშუალო საფეხურების მოსწავლეთათვის და, პირიქით, საბაზო-საშუალო საფეხურის სტანდარტის დონეები და მათ მიხედვით შედგენილი სახელმძღვანელოები არ გამოდგება დაწყებით საფეხურის მოსწავლეთათვის.
 ერთი მხრივ, დაწყებითი და, მეორე მხრივ, საბაზო-საშუალო საფეხურების დონეთა ერთმანეთისაგან გასამიჯნად სტანდარტში განსხვავებული ინდექსებია გამოყენებული - დაწყებითისათვის განკუთვნილ დონეებზე მიუთითებს ასო "დ", ხოლო საბაზო-საშუალოსათვის განკუთვნილზე ­- ასო "ს":
 დაწყებითი საფეხურისთვის ექვსი დონეა გამოყოფილი, საბაზო-საშუალო საფეხურისთვის კი - რვა:
დაწყებითი საფეხურის
დონეები
I
II
III
IV
V
VI


საბაზო-საშუალო საფეხურის დონეები
სI
სII
სIII
სIV
სV
სVI
სVII
სVIII

 დონეების და კლასების შესაბამისობა. დონეების მიხედვით დაყოფა უცხოური ენების სასწავლო გეგმას უფრო მოქნილს ხდის და მასწავლებელს საშუალებას აძლევს, კონკრეტული კლასის მოთხოვნების მიხედვით შეარჩიოს ამა თუ იმ დონის სახელმძღვანელო. მაგალითად, I დონის ფრანგულ ენის სახელმძღვანელო შეიძლება შეიტანოს მან VII კლასშიც, თუ მოსწავლეები ამ ეტაპზე იწყებენ ფრანგულის შესწავლას და X კლასშიც, თუკი ისინი ფრანგულ ენას ისწავლიან, როგორც არჩევით საგანს.

 კლასების და დონეების შესაბამისობა პირველი, მეორე და მესამე (არჩევითი საგანი) უცხოური ენისათვის:


დაწყებითი
საბაზო - საშუალო


კლასი
I
II
III
IV
V
VI
VII
VIII
IX
X
XI
XII
უცხ. ენა 1

დონე
I
II
III
IV
V
VI
სII/
სIII
სIII/
სIV
სIV/
სV
სV/
სVI
სVI/
სVII
სVII/
სVIII



უცხ. ენა 2
დონე






სI

სII
სIII
სIV
სV
სVI



არჩ. უცხ. ენა 3
დონე









სI/
სII

სII-სIII
სIII-სIV
 როგორც ცხრილიდან ჩანს, პირველი უცხოური ენის შემთხვევაში, თითოეულ კლასში ორ-ორი დონეა შეთავაზებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მასწავლებელს არჩევანის გაკეთების საშუალება აქვს. მეშვიდე კლასის მოსწავლეები სხვადასხვა კლასში და სხვადასხვა სკოლაში შეიძლება განსხვავებულ დონეზე ფლობდნენ დაწყებითში ნასწავლ ენას, რაც სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ამდენად, მასწავლებელი თვითონ გადაწყვეტს, კონკრეტულ მე-7 კლასში მეორე დონის (სII) სახელმძღვანელო შეიტანოს, თუ მესამესი (სIII). შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მოსწავლეებს პირველი დონის სახელმძღვანელო დასჭირდეთ. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელი არ უნდა მოერიდოს პირველი დონის სახელმძღვანელოს არჩევას.
მეორე უცხოური ენის შემთხვევაში მეორე დონის სახელმძღვანელო (სII) მე-8 კლასში

დაწყებითი
საბაზისო-საშუალო
გამოდგება, არჩევითი საგნის შემთხვევაში კი - მეთერთმეტეში.
დონეების სისტემის დანერგვის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მასწავლებელმა კლასში არსებული რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე იმოქმედოს და ამა თუ იმ კლასში შეიტანოს იმ დონის სახელმძღვანელო, რომელიც მოსწავლეთა მოთხოვნებს შეესაბამება.
ასე რომ, მასწავლებლის პრეროგიტავაა აირჩიოს, თუ რომელ კლასში რომელი დონის სახელმძღვანელოს შეიტანს.
სტანდარტის დონეები და ევროსაბჭოს მიერ განსაზღვრულ ენის ფლობის დონეებ
ევროსაბჭოს საგანმანათლებლო ენობრივი პოლიტიკის დეპარტამენტმა და უცხოური ენების განყოფილებამ უცხოური ენების სწავლა/სწავლებისა და შეფასებისათვის შეადგინა და გამოსცა საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო. ამ ჩარჩოს მიზანია, შექმნას წევრ-ქვეყნებისათვის საერთო ბაზა ენის ცოდნის კვალიფიკაციის განსასაზღვრად და ხელი შეუწყოს მასწავლებლების, პროგრამების შემდგენლების, სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციებისა და უცხოური ენების სწავლების ადმინისტრატორების შეთანხმებულ მოქმედებას.
სარეკომენდაციო ჩარჩო განსაზღვრავს ენის ცოდნის 3 ძირითად დონეს:
·                A – ძირითადი მომხმარებელი (ენის ელემენტარული ცოდნა)
·                B – დამოუკიდებელი მომხმარებელი (ენის კარგი ფლობა)
·                C – სპეციალისტი (ენის თავისუფალი ფლობა)
ეს სამი დონე 6 განშტოებად იყოფა : A1 (გასაღები), A2 (საფუძველი), B1 (ზღვრული), B2 (ზღვრული განვითარებული), C1 (მაღალი), C2 (სრულყოფილი). ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის უცხოური ენის სტანდარტი მიზნად ისახავს B1 (ზღვრული) დონის დაძლევას.


სტანდარტის დონეების შესაბამისობა ევროსაბჭოს მიერ განსაზღვრულ ენის ფლობის დონეებთან ასეთია:

დაწყებითი
საბაზო-საშუალო

კლასი
I
II
III
IV
V
VI
VII
VIII
IX
X
XI
XII
უცხ. ენა I
სტ.დონე
I
II
III
IV
V
VI
II/
III
III/
IV
IV/
V
V/
VI
VI/
VII
VII/
სVIII
ევრ.საბჭ. დონე
A1.1
A1.2
A1.3
A2.1
A2.2
A2.3
A2/
B 1.1.
B1.1./
B 1.2.
B1.2./
B 1.3.
B1.3./B 1.4.
B1.4./
B 1+
B1+/
 B 2

უცხ. ენა II
სტ.დონე






I
II
III
IV
V
VI
ევრ. საბჭ.დონე






A1
A2
B 1.1
B 1.2
B 1.3.
B 1.4.

უცხ. ენა III
სტ.დონე









I
II
III
ევრ.საბჭ. დონე









A1
A2
B 1.1

კლასის გაყოფა უცხოური ენის გაკვეთილზე - იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არის 18 ან მეტი, დასაშვებია კლასის გაყოფა. ასევე დასაშვებია, განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონეების გათვალისწინებით. აუცილებელია მოსწავლეებს განემარტოთ, რომ დონეების მიხედვით დაყოფა არ ნიშნავს მათ დაყოფას სუსტ და ძლიერ ჯგუფებად: ენის ფლობის ერთსა და იმავე დონეზე არიან როგორც სუსტი, ისე ძლიერი მოსწავლეები. მისი მიზანია, მოსწავლეთა ენობრივი საჭიროებების შესაფერისი სასწავლო კურსის შერჩევა, რაც უზრუნველყოფს მათ წარმატებით წინსვლას.
ე) უცხოური ენის სწავლების მიმართულებების აღწერა
დასახული მიზნების უზრუნველსაყოფად უცხოური ენის სწავლება შვიდი მიმართულებით გაიშლება: მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი, სწავლის სწავლა, კულტურათა დიალოგი, უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება.

მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა
პირველ ოთხ მიმართულებას (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა) აქვ საერთო შიდა სტრუქტურა, რომელიც მოიცავს სამი განსხვავებული ტიპის შედეგს:
1.         კომუნიკაციური შედეგები, რომლებიც გულისხმობს ტექსტების შინაარსის გაგება-გაანალიზებას (კითხვასა და მოსმენაში) და შექმნას (წერასა და ლაპარაკში);
2.         ენობრივი შედეგები, რომლებიც გულისხმობს ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების ამოცნობას (კითხვაში) და გამოყენებას (წერასა და ლაპარაკში);
3.         სტრატეგიული შედეგები, რომლებიც გულისხმობს მოსმენის, კითხვის, ლაპარაკისა და წერის სტრატეგიების დაუფლებას.
შიდა სტრუქტურის მიზანია, გამოკვეთოს ის უნარები, რომელთა განვითარება საერთო მიზანს წარმოადგენს ყველა ენის სწავლა-სწავლებისათვის, იქნება ეს ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული, როგორც მეორე ენა, გერმანული, ფრანგული, რუსული თუ ინგლისური ენები. სასურველია, ენების სწავლებისას დაიძლიოს საგნობრივი კარჩაკეტილობა და დაინერგოს ენების ინტეგრირებული პედაგოგიკა. მართლაც, ნებისმიერი ტიპის (მშობლიურის, არამშობლიურის) ენის შესწავლისას მოსწავლე მსგავსი ამოცანების წინაშე დგება. მაგალითად, მან უნდა დაადგინოს, თუ რა სტრუქტურისაა ტექსტი, რა შინაარსის შემცველია, რა ენობრივი მახასიათებლები აქვს მას, რა ტიპის სტრატეგიები უნდა გამოიყენოს მის გასააზრებლად და სხვა. მეტიც, ასეთივე ენობრივ-კომუნიკაციური ამოცანების წინაშე დგას მოსწავლე ნებისმიერ არაენობრივ საგანშიც (იქნება ეს ისტორია, მათემატიკა, ფიზიკა თუ სხვა), როცა უწევს ტექსტების გააზრება, შედგენა თუ აუდიტორიის წინაშე ზეპირი გამოსვლა. ასე რომ, ენობრივ-კომუნიკაციური უნარები გამჭოლი ხასიათისაა – ამ უნარების დაუფლება მოსწავლეს ნებისმიერი საგნის ათვისების პროცესში სჭირდება. ინტეგრირებული დიდაქტიკა გულისხმობს ენების სწავლისას მიღებული გამოცდილების ურთიერთდაკავშირებას, მოსწავლის მიერ შეძენილი გამოცდილების გადატანის ხელშეწყობას ერთი ენიდან მეორეში. ასეთი მიდგომა განამტკიცებს უნარებს, ამდიდრებს გამოცდილებას და ზრდის მოსწავლეთა ქმედუნარიანობას. ამის განსახორციელებლად, მასწავლებელმა უნდა იფიქროს შესწავლილ თუ შესასწავლ ენებს შორის ხიდების გაბმაზე. ასე მაგალითად, უცხოური ენის მეშვიდე დონის სტანდარტში ასახული სტრატეგია - მოსწავლე ტექსტს მთლიანად წაიკითხავს, სხვადასხვა სიმბოლოთი მონიშნავს მთავარ საკითხებს, მეორეხარისხოვან იდეებს, საკვანძო სიტყვებს - იმ უნართა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც შეიძლება მან ეფექტურად გამოიყენოს ტექსტის გააზრებისას ნებისმიერ საგანში, იქნება ეს ენობრივი (ქართული, ინგლისური, რუსული თუ სხვა), თუ არენობრივი საგნები (ისტორია, ფიზიკა, გეოგრაფია და სხვა). ხიდების გასაბმელად მასწავლებელმა უნდა გააცნობიერებინოს მოსწავლეს, რომ კონკრეტული უნარის გადატანა შეიძლება განსხვავებულ საგნებში და განსხვავებულ კონტექსტებში.
სწორედ ამის ხელშეწყობას ემსახურება არაერთი ინდიკატორი, რომლებიც წარმოდგენილია უცხოური ენის სტანდარტის სტრატეგიულ შედეგებში და მიმართულებაში სწავლის სწავლა. მოვიტანთ რამდენიმე მათგანს:
მიმართულება კითხვა, შედეგი - უცხ. სV.10. ინდიკატორი:
·           "აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა საკითხავი ამოცანის გადაჭრა;
·           ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო ეფექტური;
·           საკითხავი ამოცანების გადასაჭრელად იყენებს როგორც მშობლიურ, ისე სხვა ენაზე მიღებულ გამოცდილებას. "
დაწყებით და საბაზო-საშუალო საფეხურზე სწავლა/სწავლების სხვადასხვა ეტაპზე მოსმენას, ლაპარაკს, კითხვასა და წერას განსხვავებული დიდაქტიკური დატვირთვა აქვს, ამიტომ ამ მიმართულებებს სწავლების ეტაპების მიხედვით დავახასიათებთ.
ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში უცხოური ენის სწავლების 3 ძირითადი ეტაპი გამოიყოფა:
პირველი (საწყისი) ეტაპი მოიცავს დაწყებითი საფეხურის პირველ სამ დონეს, ასევე საბაზო-საშუალო საფეხურების პირველ და მეორე დონეებს, ანუ I, II, III, სI, სII;
მეორე (შუა) ეტაპი მოიცავს დაწყებითი საფეხურის სამ დონეს, ასევე საბაზო-საშუალო საფეხურების მესამე და მეოთხე დონეებს ანუ IV, V, დVI, სIII, სIV;
მესამე (ბოლო) ეტაპი მოიცავს საბაზო-საშუალო საფეხურის მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე დონეებს, ანუ სV, სVI, სVII, სVIII.
სწავლების პირველი ეტაპი
    მოსმენა - ამ ეტაპზე მოსმენას, როგორც უცხოური ენის ათვისების მთავარ არხს, პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭება. სიტყვიერ ჯაჭვში ბგერების, სიტყვების, მარტივი წინადადებების მოსმენით გარჩევას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, რადგან უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ჟღერადობებზე სმენის გამახვილება აუცილებელია გაგების უნარისა და სწორი გამოთქმის ჩამოსაყალიბებლად, რაც წარმატებული ინტერაქციის საფუძველს წარმოადგენს. ფონემატური სმენის განვითარება შინაარსიან კონტექსტში მოხდება. ტექსტებს უხვად უნდა ახლდეს თვალსაჩინო მასალა (სურათები, საგნები, ნახატები, ფოტოები და სხვა) და ბგერითი ინდიკატორები (რაიმე ხმაური, მკაფიოდ გამოხატული ინტონაციები და სხვა), რომლებზე დაყრდნობითაც მოსწავლეს გაუადვილდება ტექსტის გაგება.
     დაწყებით ეტაპზე მოსწავლეებს არც ტექსტის ამომწურავად გაგება მოეთხოვებათ (საკმარისია საკომუნიკაციო სიტუაციის, ზოგადი ინფორმაციისა და ცალკეული გამოთქმების გაგება) და არც გამოთქმების დესტრუქტურიზაცია და ლინგვისტური თვალსაზრისით გაანალიზება.
 პირველ, ისევე როგორც მეორე, ეტაპზე მოსმენილი ტექსტები გამოიყენება ნიმუშებად ზეპირმეტყველებისათვის, ამიტომ ტექსტები არ უნდა იყოს უცნობი ლექსიკითა და გრამატიკული კონსტრუქციებით გადატვირთული; სასურველია, მოსწავლეებისათვის დიდაქტიზებული* ტექსტების შეთავაზება.
ლაპარაკი – პირველ ეტაპზე მოსწავლის ალაპარაკება გაჭირდება. სწავლების სტრატეგია რეპროდუცირებისკენ იქნება მიმართული. რეპროდუცირების მიზანია, სწორი გამოთქმის ჩამოყალიბება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება/განმტკიცება. რეპროდუცირებისთვის გამოიყენება ლექსები, გათვლები (პატარებისათვის), სიმღერები, დიალოგები, სკეტჩები.
პროდუცირება ძალიან შეზღუდული სახით მიმდინარეობს - მოსწავლეები შესწავლილი ლექსიკური მასალის გამოყენებით დასვამენ/უპასუხებენ კითხვებს და ნიმუშების მიხედვით გაითამაშებენ მარტივ სცენებს.
კითხვა - დაწყებით საფეხურზე კითხვის სწავლება თავისებური მეთოდოლოგიით უნდა წარიმართოს. რველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფონოლოგიური უნარების განვითარებას, რათა მოსწავლეს ფონემური ცნობიერება განუვითარდეს (ზეპირი მარცვლების, ბგერების აღქმის და გამოყენების უნარი). ფონემური ცნობიერების განვითარება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოსწავლემ ანბანური პრინციპი გაიგოს (ასოს, როგორც გრაფიკული ერთეულის კავშირი ბგერასთან, როგორც აკუსტიკურ ერთეულთან).
     მეორე რიგში, მნიშვნელოვანია ნაადრევად არ დავაწყებინოთ მოსწავლეებს სისტემური კითხვა, რამაც შეიძლება სერიოზული შეფერხებები გამოიწვიოს არამხოლოდ უცხოურ, არამედ მშობლიურ ენაშიც. მოსწავლე ეტაპობრივად უნდა მოვამზადოთ კითხვის სისტემური კურსისათვის.
მნიშვნელოვანია, მოსწავლეები ვამუშაოთ როგორც ჩუმ, ისე ხმამაღალი კითხვის ტექნიკაზე.
წაკითხულის გაგების უნარის გასავარჯიშებლად სასურველია, მოსწავლეები ჩავაყენოთ აქტიური მკითხველის მდგომარეობაში. ამისათვის მათ ტექსტის წაკითხვამდე უნდა მივცეთ კონკრეტული საკითხავი ამოცანა; კონკრეტული ამოცანით უნდა მივიყვანოთ ისინი ტექსტთან.
წერა - წერის უნარის განვითარება წარიმართება კითხვის უნარის განვითარების პარალელურად. დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წერის ტექნიკურ-მოტორული უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას. მოსწავლე გამოწერს ასოებს, ნასწავლ სიტყვებს; დაეუფლება ასოების გადაბმის ტექნიკას.
წერა ხელს შეუწყობს როგორც კითხვის უნარის გაუმჯობესებას, ისე ენობრივი მასალის დამახსოვრებას. თანდათანობით მოსწავლეები გადადიან პროდუცირებაზე. ისინი სწავლობენ ნიმუშების მიხედვით მცირე მოცულობის ფუნქციური ტექსტების შედგენას, სადაც ისინი იძენენ ამბების, ფაქტების, მოვლენების თანამიმდევრულად გადმოცემისა და შეფასების უნარ-ჩვევებს, რომლებიც მომდევნო ეტაპზე უფრო მეტად გაიშლება და დაიხვეწება.
სწავლები მეორე (შუა) ეტაპი
მოსმენა - მეორე ეტაპზე გამოიყენება როგორც დიდაქტიზებული, ისე ნახევრად ავთენტიკური ტექსტები, რომელთა მოცულობა და სირთულის დონე აღემატება წინა დონის ტექსტებისას.
გაგების თვალსაზრისით მოთხოვნა გაიზრდება: მოსწავლეებს მოეთხოვებათ ტექსტის უფრო ამომწურავად გაგება და ენობრივი მოვლენების შესწავლა/გაანალიზება.
ლაპარაკი – მეორე ეტაპზე პრიორიტეტული ამოცანაა მოსწავლის ალაპარაკება. უფრო მრავალფეროვანი ხდება საკომუნიკაციო სიტუაციები, რომლებშიც იგი მონაწილეობს როგორც მსმენელი, ან მოქმედი პირი. იწყებს ენობრივი მარაგის უფრო თავისუფლად გამოყენებას როგორც სიმულაციური, ისე რეალური კომუნიკაციის დროს.
კითხვამეორე ეტაპზე მოსწავლეებს მოეთხოვებათ სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის ტექსტების გაგება. ტექსტები იქნება ჯერ კიდევ მცირე მოცულობის, ნახევრადავთენტიკური, ან ავთენტიკურს მიმსგავსებული დიდაქტიზებული.
მოსწავლეები, დასმული ამოცანის შესაბამისად, ისწავლიან კითხვის სხვადასხვა სტრატეგიისა თუ სახეობის გამოყენებას (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი).        
წერა მეორე ეტაპზე თანდათანობით ხდება წერის საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების დაუფლება. მოსწავლეები ეუფლებიან ისეთ უნარ–ჩვევებს, როგორებიცაა აღწერითი თხრობითი ტექსტების შექმნა, პირადი კორესპონდენციის წარმოება და სხვა.
სწავლების მესამე (ბოლო) ეტაპი
მოსმენა - თუკი აქამდე მოსასმენი ტექსტები გამოიყენებოდა ზეპირმეტყველების ნიმუშებად, ახლა მეტყველება და მოსმენა აღარ არის ურთიერთგადაჯაჭვული, ურთიერთდაქვემდებარებული. ამდენად, თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ ავთენტიკური ტექსტები და საშუალება მივცეთ მოსმენის უნარს, ზეპირმეტყველებისგან დამოუკიდებლად უფრო სწრაფად და ღრმად განვითარდეს. ამ ეტაპზე მოსწავლეები მიეჩვევიან ტექსტის გაგებას მხოლოდ აკუსტიკურ ხატზე დაყრდნობით.
ლაპარაკი - უფრო მდიდრდება საკომუნიკაციო სიტუაციის ტიპები. საკლასო ოთახში კომუნიკაცია მთლიანად უცხოურ ენაზე მიმდინარეობს. სწავლების სტრატეგიები მიმართულია თვითგამოხატვის უნარის დახვეწის, მისი დაზუსტებისა და გამდიდრებისაკენ.
კითხვა - ამ ეტაპზე ზეპირი თუ წერითი მეტყველების უნარის განვითარების მთავარი წყარო კითხვა ხდება. მისი საშუალებით მოსწავლე ენობრივ მარაგს ამდიდრებს და სწავლაში უფრო დამოუკიდებელი ხდება. მოიმატებს ტექსტების მოცულობა და სირთულის დონე. მოსწავლეებს მოეთხოვებათ ავთენტიკური, სხვადასხვა ჟანრისა თუ ტიპის, ლიტერატურული თუ ფუნქციური ტექსტების გაგება და გაანალიზება.
წერა - ბოლო ეტაპზე მოსწავლე უნდა დაეუფლოს ისეთი სახის ტექსტების წერას, რომლებიც მას ცხოვრების ასპარეზზე გასვლისას ყველაზე მეტად დასჭირდება (საქმიანი/პირადი წერილი, ესე და სხვა). მოსწავლე ისევ ნიმუშებით სარგებლობს, თუმცა ოდნავ უფრო დიდი მოცულობის ტექსტებს თხზავს, სადაც იგი თხრობის, აღწერის, აზრის თანამიმდევრულად გადმოცემისა და დასაბუთების უნარ-ჩვევებს იძენს.
სწავლის სწავლა
     ამ მიმართულების საგანი თავად სასწავლო პროცესია. მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ სასწავლო საქმიანობის დამოუკიდებლად მართვა. ამისათვის იმთავითვე უნდა შევაჩვიოთ სასწავლო მიზნებისა და ამოცანების გააზრებას; სასწავლო პროცესის მიმდინარეობის გაანალიზებას - ვინ რა ხერხი, რა მიდგომა თუ სტრატეგია გამოიყენა, რა სირთულეებს წააწყდნენ, რამ შეუწყო ხელი სირთულის გადალახვას, რამ შეაფერხა წინსვლა; შედეგების დამოუკიდებლად შეფასებას; გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას; სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებას; იმ ფაქტორების გამოწვევას, რომლებიც დადებითად მოქმედებს სასწავლო პროცესზე და სხვა. სწავლის უნარ-ჩვევის გასავითარებლად მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა ტიპის აქტივობა: მაგ.: კითხვარები, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ, გააცნობიერონ საკუთარი და ალტერნატიული მიდგომა კონკრეტული ამოცანის გადაჭრისას, სხვადასხვა შინაარსის თვითშეფასების სქემები, ფსიქოლოგიური ხასიათის ტესტები, სადაც გაიაზრებს სხვადასხვა ტიპის ფაქტორს, რომელიც დადებით ან უარყოფით ზეგავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე და სხვა.
კულტურათა დიალოგი
     უცხოური ენის სწავლა ნიშნავს უცხო სამყაროში შესვლას, ცხოვრების განსხვავებული წესების, ტრადიციების აღმოჩენას, განსხვავებული ღირებულებების, მენტალობების გაგებას. ამდენად, წარმატებული კომუნიკაცია დამოკიდებულია არა მხოლოდ სამეტყველო უნარ-ჩვევებზე, არამედ განსხვავებული კულტურული კონტექსტების გაგებისა და პატივისცემის უნარზეც. სწორედ ამ უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას ემსახურება მიმართულება "კულტურათა დიალოგი".
     მოსწავლეთა ყურადღება გამახვილდება უცხო კულტურის თავისებურებებზე. მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება, გამოთქვან შეფასებები, გაავლონ პარალელები საკუთარ კულტურულ გამოცდილებასა თუ გარემოსთან. ასეთი სახის აქტივობები მოსწავლეებს გაუღრმავებს კულტურული კუთვნილების განცდას, გააცნობიერებინებს კულტურულ მრავალფეროვნებას, ასწავლის საკუთარი და უცხოური კულტურის დაფასებას.
     ყურადღება უნდა მიექცეს პიროვნებათშორის ურთიერთობებსაც. გაკვეთილზე მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საშუალება ისაუბრონ საკუთარ თავზე, გამოავლინონ თავიანთი პიროვნების სხვადასხვა მხარე - იქნება ეს განცდები, გატაცებები, გემოვნება, შეხედულებები, ოცნებები, საყვარელი საქმიანობა, საყვარელი პერსონაჟები, ცხოვრებისეული ისტორიები, თვალსაზრისები თუ სხვა; ისინი გაეცნობიან თანაკლასელთა თუ უცხოენოვან თანატოლთა სულიერ სამყაროს და ამ გზით შეძლებენ განიცადონ საკუთარი და სხვისი ინდივიდუალურობის განუმეორებლობა, ისწავლონ სხვა პიროვნებათა დაფასება, ერთმანეთის მოსმენა, ურთიერთგაგება, ურთიერთთანადგომა. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გახდნენ უფრო შემწყნარებელნი ერთმანეთისა და სხვების მიმართ.
უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება
 ეს მიმართულება უკავშირდება იმ სოციალური მიზნის განხორციელებას, რომელიც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს უცხოური ენების დიდაქტიკაში, კერძოდ, ისეთი სოციალურად აქტიური ინდივიდის აღზრდა, რომელიც შეძლებს სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის მქონე მოქალაქეებთან თანამოღვაწეობას. მთავარი გამჭოლი უნარ-ჩვევა, რომლის განვითარებასაც უნდა მოემსახუროს ეს მიმართულება, არის კომპლექსური ხასიათის ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა ჯგუფური თუ ინდივიდულური მუშაობის ფორმატში. მეთოდური თვალსაზრისით, ასეთი ტიპის დავალებები ხელს უწყობს კომუნიკაციურ-ენობრივი უნარების უკეთ დაუფლებას, რამდენადაც მოსწავლეებს უწევთ ენობრივ თუ კომუნიკაციურ აქტივობებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების განსხვავებულ სიტუაციაში გადატანა. ამ მიმართულებაში შედის პროექტის განხორციელება, ტექსტების გადამუშავება მათი მომდევნო გამოყენების მიზნით და მედიაცია. მედიაცია ზეპირი აქტივობაცაა და წერითიც. იგი გულისხმობს ნებისმიერი სახის ტექსტის შინაარსის გადმოცემას თარგმნის, თარჯიმნობის, რეზიუმირებისა თუ ინტერპრეტირების გზით. მედიაციის დანიშნულებაა, კონკრეტული ტექსტის შინაარსი მისაწვდომი გახადოს იმისთვის, ვისაც ამ ტექსტზე უშუალოდ არ მიუწვდება ხელი.
სტანდარტში მითითებული ინდექსები
            სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ ინდექსი აქვს დართული. მაგ., უცხ..III.1.პირველი ნიშანი უცხ მიუთითებს საგანს (უცხ = უცხოური ენა), მეორე ნიშანი მიუთითებს საფეხურს (=დაწყებითი, =საბაზო-საშუალო), მესამე ნიშანი III – მიუთითებს ენის ფლობის დონეს, ბოლო ნიშანი 1 კი შედეგის რიგს (1 = პირველი შედეგი).
ვ) შეფასება უცხოურ ენაში
                             შეფასების კომპონენტები უცხოურ ენებში
საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები
შეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები

ენობრივი ცოდნა და უნარები
·           ლექსიკური ცოდნა
·           გრამატიკული ცოდნა
·           ლექსიკური და გრამატიკული უნარ-ჩვევები (ცოდნის კონტექსტში გამოყენება)
·           გამოთქმა
·           მართლწერა
კომუნიკაციური უნარები
·           კითხვა-გაგება
·           ხმამაღალი კითხვა
·           მოსმენა-გაგება
·           ზეპირი კომუნიკაცია (ინტერაქცია, გაბმული ლაპარაკი, ზეპირი გამოსვლები)
·           წერითი კომუნიკაცია
კულტურა
  • შესწავლილი საკითხების ცოდნა
  • კულტურული თავისებურებების ამოცნობა-გაანალიზება
სასიცოცხლო უნარ-ჩვევები
·           შემოქმედებითობა
·           თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან)
·           სასწავლო სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება (კითხვის, წერის, მოსმენისა და ზეპირმეტყველების)
·           სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით
·           სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი
უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი დავალებებით
·           სხვადასხვა ტიპის გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოებით (სწორი ფორმის ამოცნობა, ფორმის/კონსტრუქციის ტრანსფორმირება ნიმუშის მიხედვით, კონტექსტის მიხედვით სწორი ფრმის წარმოება, შეცდომების ამოცნობა-გასწორება, სინონიმებისა და ანტონიმების დაკავშირება/მოფიქრება, ნაკლულ ტექსტში სიტყვების ჩასმა და სხვა);
·           სხვადასხვა ტიპის საკითხავი და მოსასმენი ამოცანის გადაჭრა (შემოხაზე სწორი ვარიანტი; მონიშნე, სწორია თუ არა; იპოვე სწორი თანამიმდევრობა, ამოიცანი უცნობი სიტყვები კონტექსტის მიხედვით, შეაფასე შენი მეწყვილის/საკუთარი ნაწერი, შეაფასე გამომსვლელები და სხვა);
·           სხვადასხვა ტიპის ზეპირი აქტივობის შესრულება დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად თუ ჯგუფურად (გაინაწილეთ როლები და გაითამაშეთ მეწყვილესთან ერთად, ჩამოართვი ინტერვიუ თანაკლასელს, წარმოადგინე კლასის წინაშე შენი ჯგუფის ნამუშევარი, გადმოეცი შენი მოსაზრება და დაასაბუთე, იმსჯელე, დაახასიათე, მოყევი და სხვა);
·           სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად თუ ჯგუფურად (მისწერეთ წერილი მეგობარს ზაფხულის არდადეგების შესახებ, მოამზადეთ ჯგუფურად სტატია ცნობილი მსახიობის შესახებ, შეადგინეთ ბიოგრაფიული ცნობარი, დაასრულეთ ამბავი, დაიყავით ჯგუფებად და შეადგინეთ კინორეკლამა/ტურისტული გზამკვლევი; დაწერეთ, თქვენი მოსაზრება ამ საკითხის შესახებ, დაასაბუთეთ და სხვა);
·           პროექტის განხორციელება.
შენიშვნა: დაწყებით კლასებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შემდეგ უნარ-ჩვევებს:
·           ხმამაღალი კითხვა
·           ჩუმი კითხვა (მარტივი საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა);
·           გამოწერა
·           გადაწერა
·           კარნახით წერა
შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს უცხოური ენების სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს უცხოური ენების სტანდარტებით განსაზღვრულ შედეგებს.
შემაჯამებელ დავალებათა ტიპები
     სტანდარტის მოთხოვნათა დასაფარად, რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება. უცხოური ენების შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს:
·         მოსმენილი ან ზეპირი ტექსტის გაგება - გააზრება
·         სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა
·         როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში მონაწილეობა
·         ინტერაქცია კონკრეტული საკითხის/თემის ირგვლივ
·         საუბარი კონკრეტული თემის/საკითხის შესახებ
·         ზეპირი მოხსენება
·         განხორციელებული პროექტი
·         და სხვა

მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები
·         დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა (თუ რეცეფციული (კითხვა, მოსმენა) დავალებაა, მაშინ შეფასების სქემა უნდა ახლდეს თითოეულ ტესტურ კითხვას);
·         ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
·         10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
·         მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.

ზოგადი რუბრიკის ნიმუში:
შეფასების ზოგადი რუბრიკა წერითი და ზეპირი შემაჯამებელი დავალებებისათვის

}   პირობასთან შესაბამისობა
}   კომუნიკაციური უნარ-ჩვევები
}   ენობრივი უნარ-ჩვევები
}   შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

კონკრეტული რუბრიკების ნიმუშები
ნიმუში 1. შემაჯამებელი დავალება ზეპირმეტყველებაში
დავალების პირობა: მოცემულ სურათზე დაყრდნობით შეადგინე და მოყევი ამბავი - რა ხდებოდა სურათის გადაღებამდე ორი-სამი საათით ადრე და რა მოხდა შემდეგ. დააზუსტე პერსონაჟთა ვინაობა, დაახასიათე ისინი, გადმოეცი ამბები, მიუთითე მოქმედებათა თანამიმდევრობა, დრო და ადგილი. საუბრის მინიმალური დრო - 2 წუთი
კრიტერიუმების ბადე ზემოთ მოცემული შემაჯამებელი ზეპირი დავალებისათვის
ქულები
პირობასთან შესაბამისობა

იცავს დროის ლიმიტს
0 - 1
იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს
0 - 1
კომუნიკაციური უნარ-ჩვევები

თანამიმდევრულად აღწერს/გადმოსცემს მოქმედებებს
0 - 1
განსაზღვრავს მოქედების დროსა და სივრცეს
0 - 1
ენობრივი უნარ-ჩვევები

იყენებს ნასწავლ დროის გამომხატველ გრამატიკულ კონსტრუქციებსა და ენობრივ ფორმებს
0-2
ადეკვატურად იყენებს ზმნის წარსული დროის გამომხატველ ფორმებს
0 - 1
იყენებს ნასწავლ ლექსიკას
0 - 1
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

ავლენს ფანტაზიის უნარს, ორიგინალურობას
0 - 1
იჩენს გაბედულებას ენობრივი თვალსაზრისით
0 - 1
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10

შემაჯამებელი დავალების სტანდარტთან შესაბამისობა
უცხ.ს.IV.18. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           გადმოცემს მოსმენილი/წაკითხული ტექსტის შინაარს;
·           გადმოცემს რაიმე შემთხვევის მნიშვნელოვან დეტალებს;
·           ჰყვება ამბავს;
·           აღწერს რეალურ თუ წარმოსახვით მოვლენას;
·           მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
უცხ.ს.IV.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ინტერაქციის წარმართვისას სათანადოდ შეარჩევს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს, კლიშეებს;
·           ინტერაქციისას სათანადოდ იყენებს ფამილარულ და თავაზიან ფორმულებს;
·           იყენებს სასაუბრო თემის შესაბამის ნასწავლ ლექსიკას;
·           იყენებს ხშირად გამოყენებულ მარტივი სტრუქტურის მქონე ქვეწყობილ წინადადებებს;
·           იყენებს ნება-სურვილის, რჩევა-დარიგების გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს, ფორმულებს;
·           იცავს სინტაქსურ მიმართებებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;
·           ამბების გადმოცემისას მართებულად იყენებს ზმნის ნასწავლ ფორმებს წარსული, ახლანდელი და მომავალი დროის გამოსახატად;
·           იყენებს ემოციების, დამოკიდებულების, შთაბეჭდილების გამომხატველ ხშირად ხმარებულ ენობრივ საშუალებებს (მაგ., ლექსიკურ ერთეულებ, მყარ შესიტყვებებ, კლიშეებ, ენობრივ კონსტრუქციებ);
·           იყენებს მარტივ სტრუქტურებს მოქმედებათა თანადროულობისა და თანამიმდევრულობის (წინმსწრები/მერმინდელი მოქმედებები) გამოსახატად;
·           პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაფერის ენობრივ საშუალებებს (განსაზღვრებებ, შედარებებ, მიმღეობებ);
·           გრძნობებისა და ემოციების გადმოცემისას იყენებს კონკრეტული მოდალობისათვის დამახასიათებელ ინტონაციას;
·           იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს ლოგიკური კავშირების გამოსახატად.

ნიმუში 2. შემაჯამებელი დავალება წერით მეტყველებაში

დავალების პირობა: მოცემული ბიოგრაფიული ცნობარის მიხედვით, დაწერე ამ მწერლის ბიოგრაფია. გამოიყენე ენობრივი კონსტრუქციები - . . . მდე . . –ით ადრე; . . . დან . . . - ის შემდეგ (მაგ. ჩაბარებიდან ორი წლის შემდეგ. . .). სიტყვების მინიმალური რაოდენობა - 100.
კრიტერიუმების ბადე ზემოთ მოცემული შემაჯამებელი წერითი დავალებისათვის
ქულები
პირობასთან შესაბამისობა

იცავს სიტყვების რაოდენობის ქვედა ზღვარს
0 - 1
იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (წერს მოცემულ ბიოგრაფიულ ცნობარზე დაყრდნობით;
იყენებს მითითებულ კონსტრუქციას)
0 - 1
კომუნიკაციური უნარ-ჩვევები

გასაგებად და თანამიმდევრულად გადმოსცემს ინფორმაციებს
0 - 2
აზუსტებს, როდის რა მოხდა
0 - 2
ენობრივი უნარ-ჩვევები

იყენებს დროის გამომხატველ ნასწავლ გრამატიკულ კონსტრუქციებს, ფორმებს
0 - 2
იყენებს ნასწავლ ლექსიკას
0 - 1
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

იჩენს გაბედულებას ენობრივი თვალსაზრისით
0 - 1
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10


სტანდარტთან შესაბამისობა
უცხ.ს.III.13. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით მცირე ზომის ტექსტების შედგენა და შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           თავს უყრის წაკითხულ ტექსტში შესწავლილ საკვანძო სიტყვებს, ენობრივ კონსტრუქციებს და მათზე დაყრდნობით თხზავს მსგავსი სტრუქტურის ტექსტს;
·           განავრცობს შეკუმშულად, მოკლედ გადმოცემულ ამბავს;
·           გასაგებად გადმოცემს შინაარს.

უცხ.ს.III.14. წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ტექსტის შედგენისას იყენებს აზრობრივი გადაბმის მარტივ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (მაგ., სწორად ჩაანაცვლებს სახელებს ნაცალსახელებით და მარტივი ზმნიზედებით);
·           სათანადოდ იყენებს ახლად შესწავლილ სიტყვებსა და გამოთქმებს;
·           ამბების/ფაქტების გადმოცემისას იყენებს შესაბამისი ზმნის ფორმებს აწმყო, წარსული და მომავალი დროის გამოსახატად;
·           იყენებს ზმნიზედებს, წინდებულებს, მყარ შესიტყვებებს მოქმედბათა, მოვლენათა დროის დასაზუსტებლად (მაგ., საღამოს, ხვალ, გუშინ, რამდენიმე საათში და სხვა);
·           იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს მოქმედებათა შორის ლოგიკური კავშირების (მაგ., მიზეზშედეგობრივი, ოპოზიციური) გამოსახატად (მაგ., თანწყობილი წინადადება, მარტივი დაქვემდებარება);
·           საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესაბამისად შეარჩევს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, ფორმულებს, თავაზიან და ფამილარულ ფორმებს;
·           სწორად იყენებს ნასწავლ სინტაქსურ მიმართებებს სიტყვებს შორის;
·           აღწერისას აზუსტებს ადგილმდებარეობას ზმნიზედების, მარტივი ენობრივი ფორმულების გამოყენებით;
·            იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის ნორმებს.
ენის ფლობის დონე და აკადემიური მოსწრება
     უხოურ ენაში მოსწავლეები ფასდებიან იმ დონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომლებსაც ისინი ეუფლებიან. მაგალითად, თუ XI კლასელი იწყებს ინგლისურის სწავლას, ის იმ წელს ისწავლის სI დონის სტანდარტის მიხედვით და შეფასდება ამავე დონის სტანდარტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. წლიურ ქულასთან ერთად უნდა მიეთითოს სტანდარტის ის დონე, რომლის მიხედვითაც შეფასდა მოსწავლე. შეიძლება საფეხურის დასრულებისას მიეთითოს სტანდარტის დონის შესატყვისი ევროსტანდარტის დონეც. მაგ, მოსწავლე, რომელიც სწავლობდა ფრანგულს და რუსულს X კლასამდე, ხოლო ახალი სასწავლო გეგმის დანერგვასთან დაკავშირებით XI კლასიდან რუსულის ნაცვლად დაიწყო ინგლისურის სწავლა, საშუალო საფეხურის დასრულებისას ასე შეფასდება:
-            ფრანგული, სVI, ქულა - 9
-            რუსული სIII, ქულა - 6
-            ინგლისური სII, ქულა - 8
  
თავი XXV
 საგნობრივი კომპეტენციები დაწყებით საფეხურზე
I დონე (დ I)
უცხოური ენა
სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
მოსმენა
კითხვა
წერა
უცხ.დ.I.1. მოსწავლე შეუძლია მასწავლებლის მითითებების გაგება.    
უცხ.დ.I.2. მოსწავლე შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება.
უცხ.დ.I.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
უცხ.დ.I.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.

უცხ.დ.I.5. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობი და ხშირად გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიული ხატის პირდაპირი გზით (გაშიფრვის გარეშე) ამოცნობა.
უცხ.დ.I.6. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.


უცხ.დ.I.7. მოსწავლეს შეუძლია ასოების, სიტყვების წერა.


ლაპარაკი
კულტურათა დიალოგი
სწავლის სწავლა
უცხ.დ.I.8. მოსწავლეს
გამომუშავებული აქვს
ელემენტარული
ფონოლოგიური
უნარ-ჩვევები.
უცხ.დ.I.9. მოსწავლეს
შეუძლია უცხოური ენის
ბგერების, ჟღერადობების,
ინტონაციების აღქმა, მიბაძვა
გამეორება.

უცხ.დ.I.10. მოსწავლეს
შეუძლია მარტივ
ინტერაქციაშ მონაწილეობის
მიღება.
უცხ.დ.I.11. მოსწავლე
შეუძლია ინფორმაცი
ამოცნობა კულტურის
სფეროდან, უცხო და
მშობლიურ
სოციოკულტურული
გარემოს შედარება.




უცხ.დ.I.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
უცხ.დ.I.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.





სასწავლო წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:
მიმართულება: მოსმენა
უცხ.დ.I.1. მოსწავლე შეუძლია მასწავლებლის მითითებების გაგება.  
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე (ადექი, დაჯექი, მოდი დაფასთან, გადაშალე წიგნი და სხვა).
უცხ.დ.I.2. მოსწავლე შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული
 მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ხმის ტემბრით ამოიცნობს პერსონაჟებს;
·           რეპლიკებს აკავშირებს პერსონაჟებთან;
·           ინტონაციით გამოხატულ ემოციებს უკავშირებს ილუსტრირებულ პერსონაჟთა გამომეტყველებას;
·           ამოიცნობს ნასწავლ სიტყვებს და მათზე დაყრდნობით რეპლიკებსა და წინადადებებს აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციასთან.
უცხ.დ.I.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს და აკავშირებს მას შესაბამის ნახატთან/ ჟესტიკულაციით განასახიერებს/ ხატავს/ მიუთითებს რეალურ საგანზე;
·           ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს აღწერილი ნიშან-თვისებების მიხედვით (მაგ., წითელი, მრგვალი, დიდი, პატარა) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს მას;
·           ამოიცნობს კონკრეტულ მოქმედებებს და განასახიერებს, ან მიუთითებს მათ სურათზე (თამაშობს, ხატავს, დახტის და სხვა).

მოსმენის სტრატეგიები                                                                                            
უცხ.დ.I.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე დაყრდნობით (ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, ილუსტრაცია).

მიმართულება: კითხვა
უცხ.დ.I.5. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობი და ხშირად გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიული ხატის[1] პირდაპირი გზით (გაშიფრვის გარეშე) ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს საკუთარ და თანაკლასელების სახელებს;
·           ამოიცნობს ზეპირმეტყველებაში შესწავლილ და ხშირად გამოყენებულ სიტყვებს;
·           სიტყვათა ჩამონათვალში, ნასწავლ ტექსტში პოულობს წინასწარ მითითებულ ნაცნობ სიტყვებს.
უცხ.დ.I.6. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ასხვავებს ნაბეჭდ და ნაწერ ასოებს;
·           ასხვავებს მთავრულ და არამთავრულ ნაბეჭდ ასოებს;
·           აკავშირებს ნაბეჭდ ასოებს შესაბამის ნაწერ ასოებთან;
·           დამახსოვრებულ სიტყვებში ამოიცნობს ასოებს/ასოთშენაერთებს და აკავშირებს მათ შესაბამის ბგერებთან;
·           ადარებს ერთმანეთს სიტყვის შემადგენელი ასოებისა და ბგერების რაოდენობას და გამოაქვს სათანადო დასკვნა (მაგ., მეტი ასოა და ნაკლები ბგერა იმიტომ, რომ ერთი ასო არ იკითხება, ან ორი ასო ერთ ბგერად გამოითქმის);
·           დამახსოვრებულ სიტყვებზე დაყრდნობით აანალიზებს სხვა სიტყვებს, ამოიცნობს მათში ანალოგიურ ასოებს/ასოთშენაერთებს და აკავშირებს შესაბამის ბგერებთან;
·           შიფრავს სიტყვებს, მოკლე წინადადებებს.
მიმართულება: წერა
უცხ.დ.I.7. მოსწავლეს შეუძლია ასოების, სიტყვების წერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აღწერს კონკრეტული ასოს ზედა/ქვედა/შუა ნაწილებს (მაგ., სად არის სწორი ხაზი, რგოლი, რკალი; საით მრგვალდება რკალი; რამდენი რკალია და ა.შ.);
·           ხელის სწორი მოძრაობით გამოსახავს ნაცნობი ასოს ფორმას;
·           ხელის სწორი მოძრაობით რვეულში გამოწერს ანბანის მთავრულ და არამთავრულ ასოებს;
·           იცავს ბადეში ასოს ჩაწერის წესებს (სტრიქონზე განლაგება, ზომა და მოხაზვის მიმართულება);
·           ნაწერიდან ან ნაბეჭდი წყაროდან გადმოწერს იმ სიტყვებს, რომელთა ასო-ბგერების ურთიერთშესაბამისობაც შესწავლილი აქვს.


მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.დ.I.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ბგერებს;
·           სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს აერთიანებს სიტყვებად;
·           ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას;
·           მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს იმათ, რომლებიც მოიცავს წინასწარ მითითებულ ბგერას/მარცვალს;
·           მარცვლების რაოდენობას წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის სიმბოლოთი (მაგ., ერთმარცვლიან სიტყვას - ერთი რკალით, ორმარცვლიანს - ორი რკალით და ა.შ.);
·           ამოიცნობს სიტყვაში მითითებული მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში, ბოლოში) და სიმბოლურად გამოსახავს მას (მაგ., სამმარცვლიანი სიტყვის გამომხატველი სამი რკალიდან აფერადებს მითითებული მარცვლის შესაბამის რკალს);
·           მოსმენილ წინადადებაში გამოყოფს სიტყვებს;
·           მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს იმათ, რომლებიც იწყება წინასწარ მითითებული ბგერით;
·           ერთმარცვლიან სიტყვას შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვად.
უცხ.დ.I.9. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობების, ინტონაციების აღქმა, მიბაძვა-გამეორება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს;
·            ლექსის/სიმღერის შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
·           იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს, სიტყვებს, მოკლე ფრაზებს, ენის გასატეხებს;
·           ტექსტის წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაცის, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს.

უცხ.დ.I.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           თითო სიტყვით პასუხობს მარტივ კითხვებს ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით (მაგ., ეს ბურთი რა ფერისაა? – წითელი; სად არის მანქანა? – მიუთითებს შესაბამის ნახატს).

მიმართულება: კულტურათა დიალოგი
უცხ.დ.I.11. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიურ სოციოკულტურული გარემოს შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აკვირდება და ამოიცნობს სასწავლო მასალაში მოცემულ კულტურის, სოციო-კულტურის რეალიებს (ილუსტრაციებში ასახული ზღაპრის, ანიმაციური ფილმების პერსონაჟებ, დროშა და სხვა);
·           პოულობს სასწავლო მასალაში გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს (საკუთარ სახელებს, ბგერებს და სხვა).

მიმართულება: სწავლის სწავლა
უცხ.დ.I.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • უვლის და აწესრიგებს სასწავლო ნივთებს;
  • მოაქვს საჭირო ნივთები;
  • ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას;
  • ცდილობს, დაიცვას დროის ლიმიტი ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.

უცხ.დ.I.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ცდილობს დასმული ამოცანების გადაჭრას;
  • ქმნის რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., ბარათს, ლოტოს, ნახატს, კოლოფს და სხვა).

დაწყებითი საფეხური - II დონე (დII)
                                      უცხოური ენა
                                      სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:

მოსმენა
კითხვა
წერა
უცხ.დ.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს უმარტივესი ინსტრუქციების გაგება.
უცხ.დ.II.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრრებული მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება.
უცხ.დ.II.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
უცხ.დ.II.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
უცხ.დ.II.5. მოსწავლეს
შეუძლია სიტყვების,
წინადადებების გაშიფრვა-
წაკითხვა.

უცხ.დ.II.6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.


უცხ.დ.II.7. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების წერა.



ლაპარაკი
კულტურათა დიალოგი
სწავლის სწავლა
უცხ.დ.II.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
უცხ.დ.II.9. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობის, ინტონაციის აღქმა, მიბაძვა-გამეორება.
უცხ.დ.II.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ.დ.II.11. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიურ სოციოკულტურული გარემოს შედარება.



უცხ.დ.II.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
უცხ.დ.II.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
უცხ.დ.II.14. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს თანაკლასელებთან და მასწავლებელთან თანამშრომლობის საწყისი ჩვევები.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:

მიმართულება: მოსმენა
უცხ.დ.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს უმარტივესი ინსტრუქციების გაგება.                                                                             
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე (მაგ., ადექი, დაჯექი, მოდი დაფასთან, გადაშალე წიგნი და სხვა);
·           ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.

უცხ.დ.II.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრრებული მინიდიალოგების /მონოლოგების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ხმის ტემბრით ამოიცნობს პერსონაჟებს;
·           რეპლიკებს აკავშირებს პერსონაჟებთან;
·           ინტონაციით გამოხატულ ემოციებს უკავშირებს ილუსტრირებულ პერსონაჟთა გამომეტყველებას;
·           ამოცნობს ნასწავლ სიტყვებს, გამოთქმებს, ენობრივ ფორმულებს და მათზე დაყრდნობით რეპლიკებსა და წინადადებებს აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციასთან.
უცხ.დ.II.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს აღწერილ პერსონაჟს, ცხოველს, საგანს და აკავშირებს მას შესაბამის ნახატთან/ ჟესტიკულაციით განასახიერებს/ ხატავს/ მიუთითებს რეალურ საგანზე;
·           ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს აღწერილი ნიშან-თვისებების მიხედვით (მაგ., წითელი, მრგვალი, დიდი, პატარა) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს მას;
·           ამოიცნობს და მიუთითებს მათ ადგილმდებარეობას (მაგ., მაგიდაზე, რვეულზე, ჩანთაში, ყუთში);
·           ამოიცნობს კონკრეტულ მოქმედებებს და განასახიერებს ან მიუთითებს მათ სურათზე (მაგ., საუზმობს, ვარჯიშობს, კითხულობს, ცურავს და სხვა);
·           აკავშირებს მოქმედებებს პერსონაჟებთან;
·           ამოიცნობს მოქმედებათა თანმიმდევრობას.

მოსმენის სტრატეგიები
უცხ.დ.II.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
·           ილუსტრაციების, სათაურის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
·           ჩანაწერის ან უშუალო მეტყველების მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (მაგ., ხმის ტემბრს, სხვადასხვა ტიპის ხმაურს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას);
·           ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, ილუსტრაცია).

მიმართულება: კითხვა
უცხ.დ.II.5.მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           დამახსოვრებულ სიტყვებში ამოიცნობს ასოებს/ასოთშენაერთებს და აკავშირებს მათ შესაბამის ბგერებთან;
·           დამახსოვრებულ სიტყვებზე დაყრდნობით აანალიზებს სხვა სიტყვებს, ამოიცნობს მათში ანალოგიურ ასოებს/ასოთშენაერთებს და აკავშირებს შესაბამის ბგერებთან;
·           შიფრავს და ხმამაღლა კითხულობს სიტყვებს, მოკლე წინადადებებს.
უცხ.დ.II.6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს ორ-სამწინადადებიანი მიკროტექსტის შინაარსს;
·           მოსმენისას დამუშავებულ ტექსტში მოიძიებს ნაცნობ სიტყვებს წინასწარ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით (მაგ., ხილის, ცხოველების და ა.შ. აღმნიშვნელ სიტყვებს);
·           ტექსტში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასრულებს კონკრეტულ ქმედებას (ასრულებს ნახატს, პოულობს შესატყვის ილუსტრაციას და სხვა).

მიმართულება: წერა
უცხ.დ.II.7. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების წერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ასოებს წერს წესების დაცვით (სტრიქონზე განლაგება, ზომა, მოხაზვის მიმართულება);
·           ავსებს გაკვეთილების ცხრილს, დღის განრიგს, ანკეტას პირადი მონაცემებით;
·           მოდელის მიხედვით წერს ღია ბარათს;
·           ავსებს ნაკლულ ტექსტს საჭირო ინფორმაციით (გამოტოვებული სიტყვებით).
·           ნაწერიდან ან ნაბეჭდი წყაროდან გადაიწერს სიტყვებს, მოკლე წინადადებებს.

მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.დ.II.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ- ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           განარჩევს მსგავსი ჟღერადობის სიტყვებს, მარცვლებს;
·           სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს ამთლიანებს სიტყვებად;
·           ამოიცნობს მარცვლების რაოდენობას და მათ წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის სიმბოლოებით (მაგ., ერთმარცვლიან სიტყვას - ერთი რკალით, ორმარცვლიანს - ორი რკალით და ა.შ.);
·           ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომლებშიც შედის წინასწარ მითითებული ბგერა/მარცვალი;
·           ამოიცნობს სიტყვაში მითითებული მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში, ბოლოში) და სიმბოლურად გამოსახავს მას (მაგ., სამმარცვლიანი სიტყვის გამომხატველი სამი რკალიდან აფერადებს მითითებული მარცვლის შესაბამის რკალს);
·           სურათებით წარმოდგენილ ან მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომლებიც იწყება/მთავრდება წინასწარ მითითებული ბგერით;
·           სურათებით წარმოდგენილ ან მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებს აჯგუფებს თავკიდურა ბგერის მიხედვით;
·           სიტყვას შლის ბგერებად, ბგერებს ამთლიანებს სიტყვებად;
·           მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს იმათ, რომლებიც შეიცავენ წინასწარ მითითებულ ბგერას;
·           მოსმენილ მარტივ წინადადებაში გამოყოფს სიტყვებს და სიმბოლური ნიშნით აღნიშნავს მათ რაოდენობას (მაგ., ბიჭი ბურთს თამაშობს – სამი ხაზი: ------ ------- ---------);
·           იმბოლურად გამოხატავს სიტყვებს და მათში შემავალი მარცვლების რაოდენობას (მაგ., ორმარცვლიანი სიტყვა – ერთი ხაზი ორი რკალით : --- ½½).
უცხ.დ.II.9. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობის, ინტონაციის აღქმა, მიბაძვა-გამეორება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს;
·            ლექსის/სიმღერის შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
·           იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს, სიტყვებს, მოკლე ფრაზებს, ენის გასატეხებს;
·           ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციას, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს.

უცხ.დ.II.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოკლედ პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით (საკუთარი თავის შესახებ - რა აქვს, რა ჰყავს, რა ჰქვია, რას აკეთებს, რომელი მოსწონს, რომელი უნდა- ასახელებს ან მიუთითებს შესაბამის ილუსტრაციას და სხვა);
·           მარტივი ნაკეთობების, თვალსაჩინოებების დამზადებისას იყენებს ცალკეულ სიტყვებს (მომეცი, მინდა და სხვა).

მიმართულება: კულტურათა დიალოგი
უცხ.დ.II.11. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიურ სოციოკულტურული გარემოს შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აკვირდება და ამოიცნობს სასწავლო მასალაში მოცემულ კულტურის, სოციოკულტურის რეალიებს (მაგ., ცნობილი პიროვნების ილუსტრაცია, ჩაცმულობა, ნუგბარი და სხვა);
·           პოულობს სასწავლო მასალაში გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს (მაგ., სადღესასწაულო მორთბა, ტიპურ საუზმე და სხვა).

მიმართულება: სწავლის სწავლა
უცხ.დ.II.12. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • უვლის და აწესრიგებს სასწავლო ნივთებს;
  • მოაქვს საჭირო ნივთები;
  • ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას;
  • ცდილობს, დაიცვას დროის ლიმიტი ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.

უცხ.დ.II.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ცდილობს დასმული ამოცანების გადაჭრას;
·           მიუთითებს ზოგიერთი ნაკლის გამოსწორების შესაძლო გზებს (მაგ., როგორ მოიქცეს, რომ აღარ დარჩეს შინ სასწავლო ნივთები) და ცდილობს მათ გამოსწორებას;
·           ხვდება და აღნიშნავს საკუთარ შეცდომებს;
·           ქმნის რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., ბარათს, ლოტოს, ნახატს, კოლოფს და სხვა);
·           სვამს შეკითხვებს და ითხოვს დახმარებას, როდესაც სიძნელეებს აწყდება.

უცხ.დ.II.14. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს თანაკლასელებთან და მასწავლებელთან თანამშრომლობის საწყისი ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სხვებს აცდის პასუხის დასრულებას;
·           უსმენს თანაკლასელებს, მასწავლებელს;
·           თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;
·           ცდილობს, მეწყვილესთან ერთად გადაჭრას დასმული ამოცანა.



[1] სიტყვის ორთოგრაფიული ხატის ცნობა - მთლიანი სიტყვის ამოცნობა დამარცვლა-დანაწევრების გარეშე, ე.წ. პირდაპირი გზით. როცა მოსწავლეს მეხსიერებაში აქვს კონკრეტული სიტყვის ორთოგრაფიული ხატი, ანუ მასში მოცემულ ასოთა მოწესრიგებული თანამიმდევრობა, იგი დანახვისთანავე აკავშირებს ამ ხატს სიტყვის მნიშვნელობასთან.

No comments:

Post a Comment